გურამ კაშია მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი ლევან კობიაშვილს გადასცეს
30-08-2018
გურამ კაშია მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი ლევან კობიაშვილს გადასცეს
უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია "თანასწორობის ჯილდოთი"  დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ გადასცა.

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დღეს დილით მისი კლუბის, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სავარაუდოდ სწორედ ეს
არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა. კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით