"საინტერესო ბრძოლას გპირდებით" - ბასილაშვილი ნადალის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"საინტერესო ბრძოლას გპირდებით" - ბასილაშვილი ნადალის წინააღმდეგ

ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში არგენტინელი გუიდო პელას ძლევის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.

პელასთან მატჩის დასრულების შემდეგ ბასილაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: მომავალი მოწინააღმდეგის მატჩის ანგარიშს თუ ადევნებდით თავლსო. ნიკამ მიიხედ-მოიხედა, სად უნდა მენახაო?

- ნადალიცა და ხაჩანოვიც ძლიერი სპორტსმენები არიან და რომელიც უნდა გავიდეს მომდევნო წრეში საინტერესო ბრძოლა მელის, - ასეთი იყო ბასილაშვილის პასუხი.

საბოლოოდ ნადლმა ხაჩანოვი 3:1 დაამარცხა და 1/8 ფინალში ნიკას დაუპირისპირდება. მატჩი 2 სექტემბერს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. გაგრძელება

ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ ინტერვიუ ნიკოლოზ ბალილაშვილთნ  "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, რომელშიც ამბობდა:

"ძალიან დიდ მადლობას! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის მოლოცვა თუ გამამხნევებელი სიტყვა, რასაც გულშემატკივრებისგან ვიღებ. მოგება-წაგება ერთმანეთს ენაცვლება, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს - ყოველთვის, როცა კორტზე გავდივარ, ბოლომდე ვიხარჯები!" იხილეთ სრულად