ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი რაფაელ ნადალთან შეხვედრის შემდეგ - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი რაფაელ ნადალთან შეხვედრის შემდეგ

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 4:6. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი სითბო ვიგრძენი და მადლობა ამისთვის. ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ", - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუკზე".

იხილეთ ასევე: "ფანტასტიკური იყო" - როგორ შეაფასა ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალმა?