ჩაკვეტაძის შესანიშნავი გოლი ყაზახეთის ნაკრების კარში (ვიდეო)
06-09-2018
ჩაკვეტაძის შესანიშნავი გოლი ყაზახეთის ნაკრების კარში (ვიდეო)
ერთა ლიგაზე ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი გიორგი ჩაკვეტაძის  ისტორიული გოლით ანგარიში 69- ე წუთზე გაიხსნა.

75-ე წუთზე კონტრშეტევა ისევ ჩაკვეტაძემ წამოიწყო, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა და სერგეი მალიიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ესეც ისტორიული გოლია – ერთა თასზე გატანილი პირველი ავტოგოლი.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო  და  სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით