ჩაკვეტაძის შესანიშნავი გოლი ყაზახეთის ნაკრების კარში (ვიდეო)
ერთა ლიგაზე ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი გიორგი ჩაკვეტაძის ისტორიული გოლით ანგარიში 69- ე წუთზე გაიხსნა.
75-ე წუთზე კონტრშეტევა ისევ ჩაკვეტაძემ წამოიწყო, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა და სერგეი მალიიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ესეც ისტორიული გოლია – ერთა თასზე გატანილი პირველი ავტოგოლი.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო და სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.