საქართველომ ლატვიასაც მოუგო - კვირის პალიტრა

საქართველომ ლატვიასაც მოუგო

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის საქართელომ იმარჯვა. ჩვენი ნაკრები მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში უტევდა, თუმცა ანგარიში მე - 2 ტაიმში გაიხსნა. ბურთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება კი 19 წლის, უნიჭიერესმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოიპოვა. შეგახსენებთ, საქართვლოს ნაკრებმა პირველ ტურში გასვლაზე ყაზახეთი დაამარცხა. ამ მატჩში გამარჯვების შედეგად კი "ჯვაროსნები" ჯგუფის უპირობო ლიდერები გახდნენ.

იხილეთ ვიდეო - რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში გამარჯვების შემდეგ