ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა, მაგრამ მაინც მოიგო
12 სექტემბერს აკი ბაშოს IV საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე კომუსუბი ტამავაშის შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით მოიგო. პირველ ჯერზე დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის შედეგად გორგაძეს წარბიც კი გაუსკდა. განმეორებითი ბრძოლის დროს კი ტოჩინოშინმა გაიმარჯვა. ქართველის ბალანსი ამ დროისთვის 3:1-ზეა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, ვისთანაც 5:2-ზე აქვს ბალანსი. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი აკი ბაშოზე წაუგებლად ასპარეზობს.

სამწუხაროდ, ჯურიო დივიზიონში გაგამარუ კვლავ დამარცხდა -
ამჯერად ენჰოსთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო. თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე აზუმარუ იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 4:6-ზე აქვს.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები