"ჟუნიორს მამაპაპურადაც მივაგინე" - ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიას "მარაკანაზე" მოუგო
"ჟუნიორს მამაპაპურადაც მივაგინე" - ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიას "მარაკანაზე" მოუგო
იყო ასეთი დროც: საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1980 წლის ზაფხულში "მარაკანაზე" ამხანაგურ მატჩში 2:1 მოუგო ბრაზილიას. საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გამარჯვებაში სამი ქართველი, თბილისის "დინამოს" სამი ვარსკვლავი მონაწილეობდა - ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და რევაზ ჩელებაძე.

28 წლის წინანდელი ბატალიების გახსენება რევაზ ჩელებაძეს ვთხოვეთ - ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემტევს, ვის თვითმყოფად თამაშსაც ვერასოდეს დაივიწყებენ ქართველი გულშემატკივრები.

"ეს თამაში არასოდეს დამავიწყდება. მისი ყველა დეტალი მახსოვს და ყველანაირად ვეცდები, არაფერი
გამომრჩეს. ეს თამაში მიეძღვნა "მარაკანას" გახსნის 30 წლისთავს. ამ შეხვედრის შემდეგ ეს ლეგენდარული სტადიონი დაიხურა და, როგორც იტყვიან, "რემონტზე" გავიდა.

მატჩს ყველა ბრაზილიელი ვარსკვლავი დაესწრო პელეს გარდა. გარინჩა, დიდი... თამაშში პირველად ბურთი სწორედ დიდიმ შეიყვანა. მე და ანდრეევი ვდგავართ ცენტრში, დიდიმ ერთ-ერთს უნდა დაუგოროს ბურთი.
გავწიე გვერდზე ანდრეევი (იცინის)... დიდი ვარსკვლავთცვენა იყო. 1950 წელს ბრაზილიამ რომ ფინალი წააგო ურუგვაისთან, ის გუნდი მთლიანად სტადიონზე გახლდათ.

ბედი არ გინდა? თამაშის წინა დღეს კისერი გამიშეშდა. იმ ზომამდე მივედი, რომ შევედი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კონსტანტინ ბესკოვთან და ვუთხარი, თუ შეიძლება, ხვალ რომ ვერ ვითამაშო - მეთქი. არაო, ძალიან მჭირდებიო. მეც რაღა დამრჩენოდა, "მარაკანაზე" ყოველდღე თამაშის ბედნიერება ვის აქვს? სასწაული იყო: მორჩა თამაში თუ არა, ეგრევე გამიარა კისრის ტკივილმა.

...მატჩის წინ ბესკოვმა გვითხრა, თუ ბოლომდე გამოვავლენთ ჩვენს შესაძლებლობებს, მოვიგებთო. სიმართლე გითხრათ, არ გვჯეროდა ამის. როგორია, ბრაზილიას ეთამაშები მარაკანაზე. ეს იყო ერთადერთი მატჩი, რომლის დაწყების წინაც პრაქტიკულად არ გამიკეთებია მოთელვა. ვიდექი და ძირითადად იმას ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდნენ ბრაზილიელები. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები