"ვიღაცას უნდა სცოდნოდა მათ შესახებ" - 6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა - კვირის პალიტრა

"ვიღაცას უნდა სცოდნოდა მათ შესახებ" - 6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა

6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა, რამაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა.

დეტალების გასარკვევად საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ბაზაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო მერაბ, პირველ რიგში, მოფარიკავეებზე მინდა გკითხოთ. ვინ იყო ის 6 მოფარიკავე და რამდენად იცნობდნენ ამ პიროვნებებს ფედერაციაში?

- ფარიკაობით საქართველოში უამრავი მოყვარულია დაკავებული. ჩვენი მოყვარულები დადიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მათგან ზოგს ვიცნობთ, ზოგს არ ვიცნობთ. ადრე ეს სპორტი მასიური იყო, ტყიბულიდან დაწყებული, თითქმის ყველა ქალაქში ფარიკაობა იყო.

მე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მე არ დავინტერესებულვარ ამ ადამიანებით. რომ გახმაურდა ეს ამბავი, მეც მაშინ გავიგე.

- ანუ მოხდა თუ არა ამ სპორტსმენების შემოწმება? მაგალითად, მე რომ გავაკეთო განაცხადი მოყვარულ მოფარიკავეობაზე, მოხდება თუა რა ფედერაციის მიერ ჩემი შემოწმება?

- წესით, ვიღაცას უნდა სცოდნოდა მათ შესახებ. ეგეთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მოფარიკავეები მოდიან საქომაგოდ და მოგვყვებიან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ყველა ბრუნდებოდა უკან.

როდესაც ეს მოხდა, ჩვენმა ფედერაციამ ჩამოსვლისთანავე შეატყობინა შესაბამის უწყებებს, იყო საქმე ძიებაშიც და ის ორი პიროვნება, ვინც ამ სპორტსმენებს გაჰყვა, ისინი იქნენ დისკვალიფიცირებულნი. ამავდროულად, დაგვაჯარიმეს ჩვენ და ებრაული მხარეც დაკმაყოფილდა ამ ფაქტით.

- ვთქვათ, მოყვარული სპორტსმენი დაინტერესებულია საერთაშორისო დონეზე სპარინგით. ამ შემთხვევაში ის ფედერაციას თანხას უხდის თუ საპირისპიროდ, ფედერაცია უწყობს მას ხელს?

- ამ სპორტსმენებს არანაირი თანხა არ გადაუხდიათ და არც ფედერაციას დაუხარჯია რამე. მათ საკუთარი თავი თვითონ დაიფინანსეს. გაგრძელება