ნიკოლოზ ბასილაშვილმა მალეკ ჯაზირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მალეკ ჯაზირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (34) ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. Sportall.ge-ს ინფომაციით, ბასილაშვილი მეოთხედფინალში მალეკ ჯაზირის (61) შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 135 სარეიტინგო ქულა და 164 680 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს.

"მეუღლე მეწინააღმდეგებოდა, ასე ბიჭი გაუნათლებელი დაგვრჩებაო" - რას ჰყვება შვილზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა?

ვინ არის წარმატებული ქართველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული