ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე ფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე ფინალში გავიდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს ხოან-მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.

დელ პოტროსა და ბასილაშვილს შორის ფინალური შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო