სენსაცია! ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

სენსაცია! ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია!

დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, 6:4 6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება.

"მეუღლე მეწინააღმდეგებოდა, ასე ბიჭი გაუნათლებელი დაგვრჩებაო" - რას ჰყვება შვილზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა?

ვინ არის წარმატებული ქართველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული

sportall.ge