საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა - კვირის პალიტრა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ამჯერად შინ, "დინამო არენაზე“ ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

მეტოქის კარში პირველი გოლი 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მეორე ბურთი 84-ე წუთზე ისევ ყაზაიშვილმა გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ დამატებით წუთებზე გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე ნაკრების წევრებს გაესაუბრა და გამარჯვება პირადად მიულოცა.

"დიდი მადლობა. ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი გახარებულია დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები", - განაცხადა კახა კალაძემ.