საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.საქართველოს ნაკრებმა ამჯერად შინ, "დინამო არენაზე“ ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა.მეტოქის კარში პირველი გოლი 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მეორე ბურთი 84-ე წუთზე ისევ ყაზაიშვილმა გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ დამატებით წუთებზე გაიტანა.აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა.მატჩის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე ნაკრების წევრებს გაესაუბრა და გამარჯვება პირადად მიულოცა."დიდი მადლობა. ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი გახარებულია დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები", - განაცხადა კახა კალაძემ.