კანკავას ულამაზესი გოლი ლატვიის კარში - კვირის პალიტრა

კანკავას ულამაზესი გოლი ლატვიის კარში

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია პირველ ტაიმში 2:0 დაამარცხა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

დღეს ყაზახეთმა ანდორა 4:0 დაამარცხა და ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ყოფნიდა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო, დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოშო მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი

ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზsportall.geანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

მეორე ტაიმში ლატვიის ნაკრებმა ბურთის დაჭერა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ქართველებმა კი 61-ე წუთზე მეტოქის შეტევით ისარგებლეს, თავისუფალი სივრცე იდეალურად გამოიყენეს და... გიორგი ჩაკვეტაძემ სოლო რეიდი ჭკვიანური დარტყმით დააგვირგვინა და საქართველო 3:0 დააწინაურა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

sportall.ge