გენო პეტრიაშვილმა გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა - კვირის პალიტრა

გენო პეტრიაშვილმა გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა

გენო პეტრიაშვილმა  ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპვა. ქართველმა სპორტსმენმა  ფინალსი ჩინელი ფალავანი ჟიუეი დენგი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ  გახდა.

როგორც ძიუდოსტმა "პირველ არხთან" კომენტარის გაკეთებისას თქვა, გამრჯვება  შინდისის გმირებს მიუძღვნა.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ძალიან ამაღლებული გრძნობა. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვისაც. მინდა ჩემს გულშემატკივარს - ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს და ჩემს ქართველ გმირებს, და მე ჩემს ამ გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს, იმ ჩვენს მეომრებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და მე

მინდა კიდევ ერთელ ვუთხრა ჩემს სამშობლოს – მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთის, და იმისთვის, რომ ჩემი დროშა ავწიო მაღლა“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

sportall.ge