"ათიათასობით ქართველის მიერ შესრულებული ჰიმნი თბილისიდან იტალიური სტადიონის ეკრანზე გადმოიცემა" - რას წერენ იტალიელები საქართველო-იტალიის მომავალ მატჩზე
"ათიათასობით ქართველის მიერ შესრულებული ჰიმნი თბილისიდან იტალიური სტადიონის ეკრანზე გადმოიცემა" - რას წერენ იტალიელები საქართველო-იტალიის მომავალ მატჩზე
საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებამდე ორი დღე რჩება. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ იტალიური მედიაც ყოველდღიურად საუბრობს ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და ფასზე.

იტალიური სპორტული გამოცემა Repubblica.it ამჯერად იმ მხარდაჭერაზე საუბრობს, რაც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრებისგან გააჩნია. სტატიაში საუბარია ქართველების მობილიზებაზე, რომლებიც როგორც მოედანზე, ასევე თბილისშიც აქტიურად უგულშემატკივრებენ საკუთარ გუნდს.

"თბილისის ცენტრში ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბება, რომლებიც მატჩამდე საქართველოს ეროვნულ ჰიმნს იმღერებენ. ეს სანახაობა არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზეც გადმოიცემა და მას
იქ შეკრებილი ქართველი ფანებიც შეუერთდებიან. ეს ორიგინალური იდეა სოციალურ ქსელში დაიბადა, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის: ფედერაცია, თბილისის მუნიციპალიტეტი, ცნობილი ადამიანები და ეროვნული ტელევიზია. მათ ამ ინიციატივას "მივცეთ ნება, მოუსმინონ ჩვენს ჰიმნს"
დაარქვეს. ასე რომ, ქართველი მოთამაშეები მოისმენენ ჰიმნს, სახელად "თავისუფლება" - პირდაპირ საქართველოდან და უდიდეს ენერგიას მიიღებენ, რომელიც ისედაც დიდი რაოდენობით გააჩნიათ. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები