სამბოში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

სამბოში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა

სამბოში, ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა.

დღესვე კიდევ ერთმა მოჭიდავემ, დავით ლორიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ქართველმა მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ნინო ოძელაშვილი გუშინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"