ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მფლობელია - კვირის პალიტრა

ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მფლობელია

ირმა ხეცურიანი თბილისის 2018 წლის ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. მან ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა დაამარცხა.

"ძალიან ლამაზი ხარ"- ამბავი სიყვარულისა, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარამოფარიკავეს ირმა ხეცურიანს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. "ვულოცავ ჩვენს საამაყო პარამოფარიკავეს ირმა ხეცურიანს მსოფლიო თასის მოგებას! ირმა ხეცურიანი არის სიძლიერის, ნებისყოფისა და წარმატების სიმბოლო. ის და თითოეული პარასპორტსმენი საუკეთესო მაგალითი და სტიმულია ჩვენთვის. გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას და გამარჯვებებს!" - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.