რთული ბრძოლა და გამარჯვება - ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა
დღეს, 18 ნოემბერს კიუშუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა რიუდენი იყო, რომელსაც ქართველი ფალავანი პირველად დაუპირისპირდა. ტოჩინოშინს განსხვავებით წინა ბრძოლებისგან კარგი ტაჩიაი გამოუვიდა, თავიდანვე შეძლო მეტოქის ხელების დაჭერა, თუმცა ილეთის გაგრძელება ვერ მოახერხა და გარკვეული პერიოდი წარუმატებლად ცდილობდა მეტოქის დაძვრას. შემდეგ ხელი გაუშვა და მავაშზე წავიდა, სადაც რიუდენი დაიჭირა და საბოლოოდ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 4:4-ზე აქვს, მას
კიდევ 4 გამარჯვება ესაჭიროება რათა კაჩი-კოში დააფიქსიროს.

ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე
კომოსუბი ტაკაკეიშო იქნება, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი 1:4-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს დღეს ის ისვენებდა, მას ამ ბაშოზე ორი მოგება და ორი მარცხი აქვს.

sportall.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?