დღეს, 18 ნოემბერს კიუშუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრატოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა რიუდენი იყო, რომელსაც ქართველი ფალავანი პირველად დაუპირისპირდა. ტოჩინოშინს განსხვავებით წინა ბრძოლებისგან კარგი ტაჩიაი გამოუვიდა, თავიდანვე შეძლო მეტოქის ხელების დაჭერა, თუმცა ილეთის გაგრძელება ვერ მოახერხა და გარკვეული პერიოდი წარუმატებლად ცდილობდა მეტოქის დაძვრას. შემდეგ ხელი გაუშვა და მავაშზე წავიდა, სადაც რიუდენი დაიჭირა და საბოლოოდ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 4:4-ზე აქვს, მას კიდევ 4 გამარჯვება ესაჭიროება რათა კაჩი-კოში დააფიქსიროს.ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქეკომოსუბი ტაკაკეიშო იქნება, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი 1:4-ზე აქვს.რაც შეეხება გაგამარუს დღეს ის ისვენებდა, მას ამ ბაშოზე ორი მოგება და ორი მარცხი აქვს.sportall.ge