"ანუნა შემთხვევით დავინახე, მასში ყველაფერმა მომხიბლა" - ვინ არის წარმატებული კალათბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
"ანუნა შემთხვევით დავინახე, მასში ყველაფერმა მომხიბლა" - ვინ არის წარმატებული კალათბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
"ტყუილი მითქვამს, მაგრამ ისეთი არა, რომ ამით ვინმეს ვავნო"

სახელი: დუდა

გვარი: სანაძე

დაბადების თარიღი და ადგილი: 1992 წლის 25 ივლისი, თბილისი.

ზოდიაქოს ნიშანი: ლომი.

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, მყავს შეყვარებული.

სათამაშო ადგილი და პოზიცია: საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები; 2 და 3 ნომერი. SG, SF.

სწავლა ამერიკაში, "სან დიეგო": ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში. მაშინ ევროპაში თამაშზე უარი ვთქვი
და ამერიკაში წავედი. იმიტომ, რომ ამერიკაში ინდივიდუალურად უფრო ძლიერდები. სწავლისა და კალათბურთის შეთავსება, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა, ადვილად და შრომის გარეშე არაფერი მოდის. ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დავამთავრე და ამავდროულად, როგორც მოთამაშე კარგად განვვითარდი. იქ ყოფნამ ბევრი რამ შემძინა.

ოჯახური პრიორიტეტები და მამის გავლენა: მამამ, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში,
მას დიდი გამოცდილება აქვს და რჩევებს დღემდე მაძლევს.

უმთავრესი, რაც წარმატების მიღწევაში დამეხმარა: შრომა, თავდაჯერებულობა და პოზიტივზე ფიქრი ცუდ დღეებში.

ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინც ყველაზე ემოციურად უყურებს თამაშებს: რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, ბებია, ბაბუა, ანუნა - ჩემი შეყვარებული. ყველა დიდი ემოციით ელოდება ჩემს ყველა თამაშს.

სპორტული დებიუტი: დაახლოებით 9-10 წლის ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა თამაშის დღე. სიმართლე გითხრა, არ ვნერვიულობდი, მაგრამ მახსოვს, დიდი ანგარიშით წავაგეთ.

პირველი ქვეყანა, სადაც ვითამაშე: საქართველოს გარეთ, დიდი ხნით ამერიკაში მომიწია ყოფნამ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, შენი ქვეყნის სახელს როგორ წარადგენ უცხო ქვეყანაში. ჩემს უნივერსიტეტში, თავიდან, საქართველოზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ ჩემი კარგი თამაშით მათი ყურადღება მივიპყარი და პრესაში ბევრი სტატია დაიწერა ჩემზე, საქართველოზე და ამის მერე, უკვე გაიგეს, რომ მე საქართველოდან ვიყავი და არა - ჯორჯიის შტატიდან. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები