ქამრით ატაცება და... გამარჯვებისთვის 10 წამიც საკმარისია!
ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე მერვე ბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსი დაიბევა. მას ერთი ბრძოლაღა დარჩა შოჰოზანთან, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება.
24-ში კი სეკივაკე მიტაკეუმი თავის სტილში დაამარცხა - მეტოქე მძლავრად კი ეკვეთა, მაგრამ ტოჩინოშინს ძვრა ვერ უყო, ამ შეტაკებისას ლევანმა ხელი მავაშში (ტამარში) ჩასჭიდა და დოჰიოდან გასაყვანად 10 წამიც არ დასჭირვებია.
lelo.ge