"შავდათუაშვილი არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა ტურნირზე" - რა მოხდა იაპონიაში ქართველ ძიუდოისტებს შორის? - კვირის პალიტრა

"შავდათუაშვილი არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა ტურნირზე" - რა მოხდა იაპონიაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება. გაგრძელება