კალაძე - "მილანიდან" "ჯენოაში"
06-09-2010
კახა კალაძის ცხრაწლიანი მილანური კარიერა დასრულდა. გასულ კვირას საქართველოს ნაკრების 32 წლის მცველი "ჯენოაში" ჩაირიცხა და უახლოესი ორი წლის განმავლობაში სწორედ გენუის კლუბის წევრი იქნება.

გასულ სეზონში კალაძე იშვიათად ხვდებოდა "მილანის" შემადგენლობაში, ახალი სეზონის დაწყებამდე კი ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს კლუბის შეცვლა მოუწევდა, რადგან "როსონერის" თავკაცობამ ის საჩემპიონატო განაცხადშიც კი არ შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კახამ საქვეყნოდ გააკრიტიკა "მილანის" ხელმძღვანელობა და რადგან არც სათადარიგოთა სკამის "ხეხვა" სურდა და
არც "მილანური როქის" ერთ-ერთი ფიგურის როლში ყოფნა ("იუვენტუსელ" ფაბიო გროსოში უპირებდნენ გაცვლას), "ჯენოას" მიაშურა და ლიგურიულ კლუბთან კონტრაქტი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე... რამდენიმე წუთით ადრე გააფორმა! "მილანის" შემადგენლობაში კალაძეს იტალიის ჩემპიონობა და თასი, ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

აჩიკო
25 სექტემბერი 2010 16:13
მაგას კი არ აქვს მოგებული მილანმა მოიგო და ეგეც იქ იყო რა

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?