რიჩიმ შტაბი დააკომპლექტა - კვირის პალიტრა

რიჩიმ შტაბი დააკომპლექტა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი მუშაობას ოფიციალურად ნოემბრიდან შეუდგება, მანამდე კი შოტლანდიელმა სპეციალისტმა ქართველ მასპინძლებთან ერთად რაგბის მშენებარე ბაზაც მოინახულა, თანაშემწეების ვინაობაც გაგვიმხილა და "შავი ზღვის თასის" მატჩებსაც დაესწრო. ნაკრების დაცვის მწვრთნელი ავსტრალიელი ჯონ მაგლტონი იქნება, უკანახაზელებს შოტლანდიელი დონალდ კასკი გაწვრთნის, ფიზმომზადების მწვრთნელად ავსტრალიელი გარეთ ადამსონი იმუშავებს, ტექნიკური მრჩეველი კი ირლანდიელი მაიკლ ბრედლი იქნება.

რიჩი დიქსონი საქართველოდან "შავი ზღვის თასის" ფინალის შემდეგ გაემგზავრა. თუმცა, მანამდე "კვირის პალიტრას" მისცა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, რომელსაც გაზეთის მომდევნო ნომერში წაიკითხავთ.