"სულელმა სააკაშვილმა დამამწყვდია "ქურდული ტრადიციების" გამო" - კვირის პალიტრა

"სულელმა სააკაშვილმა დამამწყვდია "ქურდული ტრადიციების" გამო"

რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sport-express.ru-მ საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელთან, გიორგი დემეტრაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებს, ქართულ ფეხბურთს და პოლიტიკასაც შეეხო.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ფეხბურთისგან შორს არ ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ. რთული გრაფიკია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.

- საქართველოს ნაკრები რა სიძლიერის გუნდია?

- წინსვლა გვაქვს, ერთა ლიგაში მაღალ დივიზიონში გადავედით, არცერთი თამაში წაგვიგია. მინიმალური ამოცანა შესრულებულია.

- და მაქსიმალური მიზანი რა არის?

- როგორ თუ რა? ევრო 2020-ზე მოხვედრა. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. კარგი შანსი გვაქვს. ბელორუსი, მაკედონია და კოსოვო - ეს ნაკრებები ჩვენი მეტოქეები არიან.

- საქართველოს ჩემპიონატში დიდი ტალანტები გყავთ?

- უმეტესი მათგანი საზღვარგარეთ თამაშობს. "გენტში" ქართული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს. გაგრძელება