საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ბოლო წამზე დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ბოლო წამზე დაამარცხა
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი
მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის
ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

sportall.ge




რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები