წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა - კვირის პალიტრა

წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

21 დეკემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს.

ნომინანტთა შორის აგრეთვე ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) იყვნენ და გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინეს.

ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს შვიდგზის რეკორდსმენია.

ის შარშანაც წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

"ჩემი მხრიდან პრეტენზიები გაუმართლებელი საქციელი იქნება. მაქსიმალურად იხარჯება სპორტში. ვთვლი, რომ ხელი უნდა შევუწყო"

sportall.ge