"შეჯიბრების დროს ჩხუბი არ მომხდარა" - რა მოხდა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის დროს? - კვირის პალიტრა

"შეჯიბრების დროს ჩხუბი არ მომხდარა" - რა მოხდა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის დროს?

ძიუდოისტ გიორგი პაპუნაშვილის მწვრთნელი ანზორ თენაძე საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას გიორგი პაპუნაშვილს ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

"მე არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. შეჯიბრების დროს არაფერი არ მომხდარა. ხალხის თვალწინ არაფერი ყოფილა, სხვაგან თუ რამე იყო, არ ვიცი. ჩემპიონატის მსვლელობისას ჩვენ არაფერი გვინახავს", - განაცხადა თენაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის დროს რამდენიმე ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილს გაუსწორდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ტიტულოვანი კონკურენტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"