კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - პოლიცია მას დნმ-ის ანალიზის აღებას სთხოვს - კვირის პალიტრა

კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - პოლიცია მას დნმ-ის ანალიზის აღებას სთხოვს

ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას სთხოვს. რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, საქმის გამოძიებისთვის კი პოლიციის ცნობით, საჭიროა დნმ-ის ანალიზი.

როგორც "უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, მოთხოვნა უკვე გაეგზავნა იტალიის სასამართლო სისტემას. "იუვენტუსის" ფორვარდი 2009 წელს ლას ვეგასის სასტუმროში კეტრინ მაიორგას მიმართ სექსუალ ძალადობაშია ბრალდებული, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ "რეალ მადრიდიდან" "იუვენტუსში" ივლისში გადავიდა, მას არაერთხელ აქვს მიღებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

"ინტერპრესნიუსი"