"გეგეშიძეს იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას" - რას ამბობს დათუნაშვილი ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაზე?
"გეგეშიძეს იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას" - რას ამბობს დათუნაშვილი ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაზე?
გეგეშიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მას ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა. იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილმა სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა.

ის დღეს ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.

"გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც ამ ყველაფერს უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. შევხედოთ აბა, როგორ აპირებს თანამშრომლობას. მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს, ჩემი სიმართლეა ის,
რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა. ეს არის ჩემი სიმართლე და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

მე არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს და ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს და ვნახოთ", - განაცხადა
დათუნაშვილმა.

დღეს სასამართლოში დაკითხავენ კიდევ ერთ პირს, მარიამ კევლიშვილს, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ კი განაცხადა, რომ ადასტურებს შეხლა-შემოხლას, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა