"ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე"
"ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე"
ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს.

როგორც დათუნაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ის დგას არჩევანის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

"რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ
აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭი
დაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე, როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან? ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული“, - ნათქვამია ზურაბ დათუნაშვილის განხადებაში.

სპორტსმენი ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი პრობლემით დაინტერესდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მადლობას უხდის.

"ინტერპრესნიუსი"
ნუცა აბრამიშვილი
04 თებერვალი 2019 15:53
ვეთანხმები სამივე კომენტარს
mixeili
04 თებერვალი 2019 10:47
უდიდესი შეცდომა დაუშვა ქართველმა ხალხმა,მათ შორის მეც,რა თქმა უნდა,როდესაც 2012 წელს ქართული ოცნება მოვიყვანეთ ხელისუფლებაში.ვარდების რევოლუცია არ მომხდარა მხოლოდ 2003 წლის 23 ნოემბერს,მთელი ის 9 წელიწადი რევოლუციური იყო,უდიდესი ნაბიჯები გადაიდგა ყველა მიმართულებით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით.ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი თუ როდესმე მოვესწრებოდი იმას რომ საქართველოში აღარ იქნებოდა კორუფცია,ბიუროკრატია,ბულინგი,მექრთამეობა და აღებ-მიცემობა,რომ მანქანას სადარბაზოსთან ღიას დავტოვებდი და არავინ გამიძარცვავდა,ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას რომ საქართველოში აღარ იქნებოდნენ კანონიერი ქურდები,კაი ბიჭები,შნირები,ჩმორები,ვირთხები,ერთი სიტყვით,აღარ მოხდებოდა ჩვენი საზოგადოების ამდაგვარი დაყოფა.და ყველაფერი ეს განხორციელდა მხოლოდ იმიტომ,რომ ხელისუფლებაში მოსულ ძალას ჰქონდა პოლიტიკური ნება დემოკრატიული,სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს შენებისა.დღეს ჩვენ გვაქვს უკან სვლა ყველა მიმართულებით,მივექანებით შევარდნაძისდროინდელი წუმპისაკენ სრული სვლით, სადაც კარგა ხან ვიჯექით,და საიდანაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ამოგვიყვანეს.ასე მგონია ჩვენი ქვეყნის უბედურების სათავე უსამართლობა და ნეპოტიზმია,რომელიც აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე გხვდება.წარმოიდგინეთ იმ ახალგაზრდა ადამიანის განცდები,რომელიც საკუთარი შრომით,სწავლით ცდილობს ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს,და ამ დროს მის ადგილას დასვავენ ყოვლად არაკვალიფიციურ,არაფრის გამკეთებელ ,უცოდინარ ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ ის ვიღაცის ნათესავია,ან მეგობარია,ან კლანის წევრია.მისთვის აქ მთავრდება ეს ქვეყანაც და მომავლის იმედიც.ნეპოტიზმი არის ყველა ბოროტების სათავე,მაგრამ სამწუხაროდ ამაზე არავინ საუბრობს ხმამაღლა.ნეპოტიზმის აღმოფხვრა მარტივად არის შესაძლებელი,საკმარისია მმართველ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ამის ურყევი პოლიტიკური ნება , დასჯადი გახდეს ეს ქმედება და სამუდამოდ აეკრძალოთ ასეთ ადამიანებს სახ.სამსახურში საქმიანობა.უსამართლობისა და ნეპოტიზმის ბრალია ახალ ახალი დაპირისპირების კერების წარმოქმნა ჭიდაობის სამყაროში.და ეს ასეც იქნება მუდამ.
ლალი
03 თებერვალი 2019 20:25
ამ ქვეყანაში რა კეთდება კანონიერად,რომ ეგ საქმე გადაწყვეტილიყო.გადააყოლებენ ერთ პრეზიდენტს მთელ ფედერაციას.
ჯობია წახვიდე სხვა ქვეყანაში და იქ გააგრძელო შენი კარიერა.ეს მთავრობა,თავისი მონებით მალე დაემხობა და შენც ჩამოხვალ.წარმატებები!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები