ლაშა ტალახაძე მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძე მიმართვას ავრცელებს

"მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული თქვენი წყალობით მეორედ შევინარჩუნე", – ასე მიმართავს ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე თავის გულშემატკივრებს.

ვიდეომიმართვაში ტალახაძე მის გულშემატკივრებს მხარდაჭრისთვის მადლობას უხდის.

"უკვე ცნობილია მსოფლიო გამოკითხვის შედეგები – 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, სადაც კიდევ ერთი აღიარება მოვიპოვე თქვენი წყალობით და ეს ტიტული მეორედ შევინარჩუნე. ამისთვის ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ყველაფერში: მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მიმდინარეობდა გამოკითხვა და საჭირო იყო თქვენი გვერდზე დგომა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამინისტროს, ფედერაციას, პიარს, არ მინდა ვიმე გამომრჩეს. ძალა ერთობაშია და ჩვენ ქართველები ერთად ყველაფერს შევძლებთ!" – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი.

იხილეთ ვიდეო