საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი კრასნოდარში ანგარიშით 22:6 დაამარცხა - კვირის პალიტრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი კრასნოდარში ანგარიშით 22:6 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიში 22:6 დააფიქსირეს.

1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს - 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.

რუსეთის ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს "მიხეილ მესხზე" დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა“ - 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც, როდესაც ვაკეში სტუმრები 33:0 დამარცხდნენ.

სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა და მაშინ მე-20, საიუბილეო გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა - 29:9.

"ინტერპრესნიუსი"