"ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ - რას ამბობს გუნდის დამფუძნებელი?
"ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ - რას ამბობს გუნდის დამფუძნებელი?
იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირ "ვიარეჯიოს თასზე", რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებიდან წამყვანი კლუბების 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, "ნორჩი დინამოს" გუნდს მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ sportall.ge წერს.

დამოუკიდებელი ევროპული კომპანია "ფედერბეთი", რომელიც მთელ მსოფლიოში საეჭვო ფსონებს და შესაძლო გარიგებულ მატჩებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ "ნორჩი დინამოს" სამივე მატჩზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა.

საუბარია "ნორჩი დინამოს" მიერ "რიეტისთან" (1:5), "ტორინოსთან" (1:7) და "ატლეტიკო პარანაენსესთან" (1:4) წაგებულ მატჩებზე.

მათი განცხადებით, ამ მატჩებში "ნორჩი
დინამოს" ჰანდიკაპით წაგებაზე ანომალიურად დიდი თანხები დაიდო.

"თბილისური გუნდის მატჩებამდე და მატჩების დროსაც ჰანდიკაპით მათ წაგებაზე საკმაოდ მსხვილი ფსონები დაფიქსირდა. ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი - დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ "ნორჩი დინამო" გოლს მატჩების ბოლო წუთებზე
გაუშვებდა. თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია", - აცხადებს "ფედერბეთის" წარმომადგენელი ფრანჩესკო ბარანკა. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები