"რეზი, აჩი და შოთი კარგ გოლზე არ მაქებენ, დანარჩენ ყველაფერზე შენიშვნას მაძლევენ" - ვინ არის ვატო არველაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს - კვირის პალიტრა

"რეზი, აჩი და შოთი კარგ გოლზე არ მაქებენ, დანარჩენ ყველაფერზე შენიშვნას მაძლევენ" - ვინ არის ვატო არველაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს

"იმედი გვაქვს, ვატო ისე ითამაშებს ნაკრებში, როგორც ეკუთვნის საქართველოს ნაკრებს, ქართველ ქომაგსა და ჩვენს გვარს

"რთულია, როცა ამდენი ადამიანი შენ გელოდება, როდის გაიზრდები და ითამაშებ"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში წლების შემდეგ ისევ ითამაშებს არველაძე - ეროვნულ გუნდში ვლადიმირ ვაისმა რევაზ არველაძის ვაჟს, ვატო არველაძეს უხმო,  ვინც ბოლო შეხვედრებში უბრალოდ შეუჩერებელია პოლონურ ექსტრაკლასაში...

ვატო არველაძის წარმატებაზე "ლელოსთან" მისმა ბიძამ, აჩი არველაძემ ისაუბრა:

ფოტოგალერეა - ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ისტორია გრძელდება. იმედი გვაქვს, ვატო ისე ითამაშებს ნაკრებში, როგორც ეკუთვნის საქართველოს ნაკრებს, ქართველ ქომაგსა და ჩვენს გვარს. ეს დიდი პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

- ვატოს ნიჭი არასოდეს აკლდა, მაგრამ პოლონეთში გადასვლის შემდეგ რაღაცნაირად უცებ "იფეთქა". რა მოხდა თქვენი აზრით?

- ვინც ვატოს თამაშებს უყურებს, კარგად იცის, რა არის მისი კოზირები და რაში უჭირს. პლუსებიდან უნდა გამოვყო მისი საფეხბურთო გემოვნება, ტექნიკა, გოლის ალღო... ის ერთბაშად გაიზარდა, ტანი აიყარა და გარკვეულწილად, ეს პრობლემაა ხოლმე კონკრეტულ მომენტში. პოლონურ კლუბში ვატოს მაგრად ენდობა მწვრთნელი და ესეც განსაკუთრებული მომენტია. თუ მწვრთნელის ნდობა არ გაქვს, ძალიან ძნელია...

- დამეთანხმებით, ძალიან ემოციური მომენტია: რას განიცდით მისი თამაშის ყურებისას?

- ამის გადმოცემა შეუძლებელია. ასევე მჭირს შოთის თამაშებზეც... ვატომ ზუსტად იცის, რასაც ნიშნავს საქართველოს ღირსების დაცვა. პოლონურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისას

ვატო არველაძე 1998 წლის 4 მარტს დაიბადა. ის 2017-2018 წლებში თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, გასულ წელს კი ის პოლონურმა კლუბმა შეიძინა, სადაც წარმატებით ასპარეზობს. სულ მალე კი მას ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვატოს შეყვარებული მოდელი მაკუნა ზედაშიძეა. 2017 წელს ჟურნალ City-ში გამოქვეყნდა ვატო არველაძის ინტერვიუ, სადაც ის მამაზე და ბიძებზე საუბრობს.

"ვერ ვიტყვი, რომელი უკეთესია. თითოეულს თავისი გამორჩეული ჩვევა ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაზე შემდგარი და წარმატებული კარიერა შოთის გამოუვიდა. რომელიმეს რომ არ ეწყინოს, ვიტყვი, რომ სამივე ძალიან მაგარია.

ძალიან რთულია, როცა იცი, რომ ამდენი ადამიანი შენ გელოდება, როდის გაიზრდები და როდის ითამაშებ ფეხბურთს.

საწყენია, რომ ჩვენს ოჯახში, ჩემ გარდა, ფეხბურთის თამაში არავინ გააგრძელა. ამიტომ მე უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, მათი იმედი აუცილებლად უნდა გავამართლო. კარგ გოლზე არ მაქებენ, იმიტომ რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს. დანარჩენ ყველაფერზე შენიშვნებსა და რჩევებს მაძლევენ. პრაქტიკაშიც მაჩვენებენ.

მე არ მომიწია აჩის, შოთის და რეზის თამაშებზე დასწრება, ახლა ვხვდები, როგორ უჭირდათ კიჭას, თამრიკოს და, საერთოდ ყველას, ჩვენს ოჯახში მათი თამაშის ყურება. ახლა, როცა შოთის გუნდი თამაშობს, იმდენად ვღელავ, რომ მირჩევნია, საერთოდ არც ვუყურო. შოთის რამდენიმე თამაში მახსოვს ნაკრებში, ერთი იყო ფარერების წინააღმდეგ, შოთიმ 3 გოლი გაიტანა და მეორე - საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ანრის გაუცვალა მაისური, რომელიც მე და ჩემს ძმას მოგვიტანა.

შოთის გაცილებაზე ძალიან პატარა ვიყავი, კარგად არც მახსოვს, ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა რომ მეთამაშა მათთან ერთად". (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "პირველად რომ დავაჭირე ხელი "ლაივს", მოედნის მორწყვა დაიწყეს" - რას ყვება არჩილ არველაძე ირანში ნამღერ "ლალეზე"