"ქართველების მოძულე ვორობიოვმა სტალინს აგინა, მეკოკიშვილმა ისეთი გაულაწუნა, საწყალი სამ მეტრზე მოისროლა. მე კი, მეკოკიშვილის გამოქომაგება არ მაპატიეს"
"ქართველების მოძულე ვორობიოვმა სტალინს აგინა, მეკოკიშვილმა ისეთი გაულაწუნა, საწყალი სამ მეტრზე მოისროლა. მე კი, მეკოკიშვილის გამოქომაგება არ მაპატიეს"
ფოტო:რაფაელ ჩამიშკიანი
"ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ მოსკოვსა და ერევანში ოქროს სასახლეებს მპირდებოდნენ, თუ ამ ქალაქებში გადავიდოდი საცხოვრებლად, მაგრამ მშობლიური თბილისისთვის, ჩემი უბნელებისთვის არასდროს მიღალატია"

- 69 წლის წინათ, როცა პარიზში პირველად მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, საფრანგეთიდან დაბრუნებულს ჯერ რკინიგზის სადგურზე, მერე ჩემს ბინასთან უამრავი ხალხი დამხვდა. იმ დღეებს რომ ვიხსენებ, ცრემლით მევსება თვალები. როგორი ბედნიერი იყვნენ ჩემი უბნელები: მე, მათთან ერთად ვერაზე გაზრდილი ბიჭი, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი, - მითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელ ჩიმიშკიანმა.

- და რით დაიწყო ყველაფერი ეს?
- რუსთაველის ძეგლთან, გაბაშვილის 5 ნომერში ვცხოვრობდი. ეზოში ერთი ახოვანი ჭაბუკი გვყავდა - კინომსახიობი ვანო ტურიაშვილი. მე-2 სართულის აივანზე იგი ყოველ დილით თვითნაკეთი შტანგით ვარჯიშობდა, შემდეგ ეზოში ჩამოდიოდა და ზამთარ-ზაფხულ ონკანთან ცივი წყლით იკაჟებდა დაკუნთულ სხეულს. ბავშვები ვცდილობდით, მისთვის მიგვებაძა.
თუმცა, გვაფრთხილებდა, სანამ არ გაიზრდებით, მძიმეს ნუ ასწევთ, ორგანიზმისთვის მავნებელიაო.
ძალიან მინდოდა, ძია ვანოსავით ძლიერი ვყოფილიყავი. ამ სურვილმა მერვე კლასის მოსწავლე ბესიკის ქუჩაზე "დინამოს" დარბაზში მიმიყვანა. პავლე გუმაშიანმა თავის ჯგუფში ჩამწერა. სამი თვის ვარჯიშის შემდეგ საკავშირო პირველობაზე წამიყვანა გორკში. ყველაზე უმცროსი (მაშინ ასაკს ყურადღება არ ექცეოდა) და ტანითაც პატარა ვიყავი. ჩემს წონაში სამ ათეულზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა. მე-9 ადგილი დავიკავე. არ დამავიწყდება დაჯილდოებისას დიქტორის სიტყვები: მჩატე და ქვემსუბუქი წონის ძალოსნებო, დაიმახსოვრეთ რაფაელ ჩიმიშკიანის სახელი – თბილისში თქვენი ელვა და მეხი იზრდებაო. ისე შემრცხვა, არ ვიცოდი, სად დავმალულიყავი, თუმცა იმ სიტყვებმა დიდი სტიმული კი მომცა. ორ წელიწადში - 1948 წლის მიწურულს ლენინგრადში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი…

- ერთი ამბავიც მინდა გავიხსენო, - ამბობს ბატონი რაფაელი. - გორკში პირველად ვნახე მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი გიორგი ნოვაკი. თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს დერეფანში ვიდექი. პატარა, ჩასხმული ტანის კაცმა ჩაგვიარა. ეს ნოვაკიაო, მითხრეს ბიჭებმა. ასეთი დაბალი კაცი მსოფლიოს ჩემპიონი როგორ გახდა-მეთქი, წამომცდა ჩემდა უნებურად. გიორგიმ გაიგონა ჩემი სიტყვები. შენ ხომ გოლიათი მყავხარო, შემომიკურთხა... რამდენიმე წლის შემდეგ ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ ოთახში მოვხვდით, მაგრამ ექვსი წლის წინანდელ ამბავზე კრინტიც არ დაუძრავს. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ნოვაკი ცირკში მოღვაწეობდა და თბილისში რომ ჩამოვიდოდა, მე მსტუმრობდა. ბოღმა კაცი არ იყო და ვმეგობრობდით. მოსკოვის ოლიმპიადის დაწყებამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა...

საკავშირო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ რაფაელ ჩიმიშკიანის სამეგობრო წრე გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1948 წლის საკავშირო ჩემპიონატიდან სპორტის ოსტატის სამკერდე ნიშნით ჩამოვიდა. ბიჭები მის ერთ ციცქნა ოთახში იყრიდნენ თავს, შეჯიბრების ეპიზოდებს აამბობინებდნენ ან რადიოს უსმენდნენ ერთად. ახალგაზრდა ძალოსანი ბესიკის ქუჩაზე ვარჯიშს რომ დაამთავრებდა, შინისკენ მიიჩქაროდა, რომ ცხელი წყალი გადაევლო. მართალია, დარბაზს შხაპი ჰქონდა, მაგრამ იქ საბანაოდ ანდრო ნავასარდოვი, გაბო ხანუკაშვილი, გიორგი ვართანოვი, ლევან ღუდუშაური, შალვა გორგასლიძე და სხვა ცნობილი სპორტსმენები რომ შედიოდნენ, რცხვენოდა მათთან ერთად შხაპის მიღება. დედის გაცხელებული წყალი ერჩია.

როგორ ჩაუშვა ლუჩკინმა


- 1948 წელს ლესელიძეში სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო პირველობა გაიმართა. ის იყო, ოფიციალურ მსოფლიო რეკორდზე მეტი - 118 კილოგრამი ავკარი, რომ დარბაზში მყოფი "პადრუშკისკენ" გამეპარა მზერა - თუ მიყურებს-მეთქი. არასწორად დავიჭირე შტანგა და მსაჯებმა წონა არ ჩამითვალეს. მეორე ადგილით დავკმაყოფილდი. პირველობა კიეველ ანდრეი კონკინს ერგო. იმავე წელს ლენინგრადში საკავშირო ჩემპიონატზე სახელოვან სპორტსმენებს – ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დანსკოის ვაჯობე და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
რაფაელ ჩამიშკიანი
- თქვენი უმთავრესი კონკურენტები ხომ უდადოვი და საქსონოვი იყვნენ?

- 1949 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც მჩატეში მოვიგე და მსოფლიოს მეორე სპორტის ფესტივალისთვის ვემზადებოდი. ამ შეჯიბრებას ბუდაპეშტი მასპინძლობდა. მოსკოვური შეკრებისას ბიჭებს შევჩივლე, მუცლის არეში ტკივილს ვგრძნობ-მეთქი. ივან უდადოვის მწვრთნელმა - ლუჩკინმა "ჩამიშვა". ექიმებმა უნგრეთში გამგზავრების უფლება არ მომცეს. ჩემ ნაცვლად უდადოვი წაიყვანეს და კარგი ჩიტიც დაიჭირეს - სამეულში ვერ მოხვდა. თბილისში დაბრუნებულმა ბრმანაწლავის ოპერაცია გავიკეთე და წონაშიც მოვიმატე, 60 კილოში გადავინაცვლე. 1950 წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ერთდროულად გაიმართა პარიზში. შეკრება ლატვიაში გავიარეთ. აკვრაში მაშინ მსოფლიოს რეკორდი 135 კილოგრამი იყო, მე კი ვარჯიშებზე 140 კილოს თავისუფლად ვწევდი. მწვრთნელთა საბჭოს სხდომაზე ბათუმელმა ვლადიმირ სვეტილკომ ქვემსუბუქ წონაში ლოპატინს დაუჭირა მხარი, არადა, მასზე უკეთ ვიყავი მომზადებული. მოსკოვში რომ ჩავედით, იქ შევიტყვე, რომ მჩარე წონის ივან უდადოვს საფრანგეთში არ უშვებდნენ – მეორე მსოფლიო ომისას გერმანელებს როსტოვში ტყვედ აუყვანიათ. "ზემოთ" ლამის მიბრძანეს – წონას დაიკლებ და მსოფლიოზე 56-ში გამოხვალო. რაც მე შვიდი კილოგრამის დაკლებაზე ვიწვალე პარიზში – რამდენიმე დღე ორთქლის აბანოდან არ გამოვსულვარ, რამაც დამასუსტა, მაგრამ ევროპის ჩემპიონი მაინც გავხდი, მსოფლიოზე კი ვერცხლის მედალი მოვიპოვე. პირველი ადგილი ირანელმა მაჰმუდ ნამდიუმ დაიკავა.

- ადამიანისთვის პირველი გამარჯვება, ცხადია, დაუვიწყარია, მაგრამ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი, ალბათ, ჰელსინკში მოპოვებული ოლიმპიური ოქრო იქნება...
- რა თქმა უნდა, თუნდაც იმიტომ, რომ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულის სახელი მარადიულია - იგი ყოველთვის ჩემპიონად რჩება.

- იქნებ, ოლიმპიურ ბატალიებზე უფრო დაწვრილებით გვიამბოთ. გაგრძელება
ზურაბი შურღაია
23 მარტი 2019 15:10
საქართველოს მოსახელე აღიარებული ისტორიული სპორცმენია ბატონი რაფაელი და თბილისის კოლორიტი პიროვნება. ვუსურვებთ ჯამრთელობასა და სიხარულს მის დიდ ოჯახთან ერთად

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები