ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა. ბათუმში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ტალახაძე მესამე ცდაზე არც კი მისულა. ამით ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა.

ვერცხლის მედალს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე დასჯერდა, რომელმაც 206 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.