საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში რუსეთი 64:10 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთს 10 ლელო გაუტანეს, პასუხად მხოლოდ 1 მიიღეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „sportall.ge” ავრცელებს.
20 აპრილს, საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 46:0 სძლია.