"ოპერაცია გაუკეთეს და შეიძლება ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს" - რა დაემართა იკერ კასილიასს
"ოპერაცია გაუკეთეს და შეიძლება ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს" - რა დაემართა იკერ კასილიასს
"პორტუს" მეკარემ იკერ კასილიასმა ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო.

კასილიასი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იკერმა ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო და ამ სეზონში აღარ ითამაშებს.

კლუბმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:"კასილიასმა დილის ვარჯიშზე მიუკორადიუმის მწვავე ინფარქტი გადაიტანა. იკერი საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გულის პრობლემა გადაჭრილია".

TVI24-ის ცნობით, იკერს ოპერაცია გაუკეთეს და შეიძლება ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს.

ის "პორტუში" 2015 წელს გადავიდა და 20 მაისს 38 წლის გახდება, "დრაკონებთან" კონტრაქტი
კი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.

ამ სეზონში კასილიასმა პორტუგალიის ჩემპიონატის 31 მატჩში 19 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი გაუშვა) და "პორტუს" 1/4 ფინალში გასვლაში დაეხმარა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები