მე(ფ)ის ტატუები
მე(ფ)ის ტატუები
გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ლეო მესიმ ორი ბურთი გაუტანა "ლივერპულს". მესისგან არც ორი გვიკვირს და არც ოთხი, თუმცა დღეს თოთხმეტზე უნდა ვილაპარაკოთ. 14 - სწორედ ამდენი სვირინგია მესის სხეულზე (ჯერჯერობით). არადა, 2010 წლამდე არგენტინელი სუპერვარსკვლავი ტატუს გაკეთებას ვერაფრით ბედავდა: "ლეო ძალიან ხშირად მთხოვდა ჩემი სვირინგების ჩვენებას და სულ მეკითხებოდა, მტკივნეულია თუ არა გაკეთებაო. მეც სულ ერთსა და იმავეს ვპასუხობდი: "უკვე დროა, გაბედო!" - იხსენებს მესის მაშინდელი თანაგუნდელი
დანი ალვეში. ჰოდა, ცხრა წლის წინ მართლაც "გაბედა" და... დღემდე არ ჩერდება, თანაც ყველა მისი ტატუს ავტორი არგენტინელი ოსტატი რობერტო ლოპესი გახლავთ, თემებს კი ლეო თავად იგონებს... სხვათა შორის, 2014 წელს ლეომ რობერტოს"ვალი დაუბრუნა" და... მაჯაზე თავადაც ამოუსვირინგა თავისი სათამაშო ნომერი -"10"... მოკლედ, ვისაც არა
მხოლოდ მესის დიდებული თამაშის, მისი რამდენიმე სვირინგის ნახვაც გაინტერესებთ, ჩვენს დღევანდელ ფოტოგალერეას შეავლეთ თვალი:

1. დედის ფოტო ზურგზე. თავისი პირველი ტატუ ლეომ მისთვის უმთავრეს ადამიანს - დედას მიუძღვნა. 13 წლის ასაკიდან, ანუ მას შემდეგ, რაც როსარიოდან ბარსელონაში გადაბარგდა, მესის სულ ენატრება დედა.


2. ტიაგო, ბავშვის ხელები და ანგელოზის ფრთები. მესის მეორე ტატუც საყვარელ ადამიანს ეძღვნება: 2012 წლის ნოემბერში მას ვაჟიშვილი - ტიაგო შეეძინა, უკვე იანვარში კი ლეო და ლოპესი საქმეს შეუდგნენ - არგენტინელის მარცხენა ფეხზე ჯერ შვილის სახელი და ბავშვის ხელები აღიბეჭდა, მოგვიანებით - ანგელოზის ფრთები და გული.


3. ბურთი, ხმალი და ათიანი. 2014 წლის ბოლოს, ლეოს მარცხენა წვივის დროც დადგა: იქ მთელი კომპოზიცია აღიბეჭდა - ბურთი, ხმალი და ნომერი 10. თუმცა ორიოდე წლის შემდეგ ხმალი გაქრა" და ახლა ლეოს წვივს მხოლოდ ბურთი და ნომერი ამშვენებს.


4. იესო, La Sagrada Familia, ვარდისფერი ლოტოსი და საათი. მარცხენა ფეხიდან მესიმ მარჯვენა ხელზე გადაინაცვლა: მის მხარზე გამოსახულია მაცხოვარი ეკლის გვირგვინით, მკლავზე - ბარსელონის სიმბოლოს, საგრადა ფამილიას ვიტრაჟი, მესის უსაზღვრო ნიჭის აღმნიშვნელი ლოტოსის ყვავილი და საათი, რომელიც უსასრულობის სიმბოლოა...

5. მეუღლის "ტუჩების ანაბეჭდი. 2017 წლის ზაფხულში მესიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელმაც"ტვიტერი ააფეთქა: "ესპანიოლთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, გასახდელიდან გამოსულ წელზევით შიშველ ლეოს შორტის სათავესთან ვარდისფერი პომადის ანაბეჭდი ეტყობა. მოგვიანებით ლეომ განმარტა, რომ ტატუ ზუსტად იმეორებს მისი ცოლის - ანტონელას ტუჩების ფორმას.


6. ქორწინების თარიღი და რომის პაპის­ გვირგვინი. 2017 წელს ლეო ოფიცია­ლუ­რად­ დაქორწინდა ბავშვობის სიყვარულ ანტონელაზე და ცოლ-ქმარმა ქორწინება ერთნაირი ტატუთიც "გააფორმა": მესისა და ანტონელას თითებზე რომაული ციფ­რე­­­­ბით გამოსახული ქორწილის თარიღი­ (30.06.2017) გამოჩნდა, მოგვიანებით კი რომის პაპის ტიარის მსგავსი მცირე ზომის­ გვირგვინიც - ნეფე-დედოფლის მარჯვენა­ ბეჭზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები