ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა - კვირის პალიტრა

ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები კი- პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია) იქნებიან.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტსა და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექვსი წარმომადგენელი საქართველოს პირველად ეყოლება.

ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაამტკიცეს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი კახა ჭუმბურიძე(ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი) გახდა.

უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი - ალექსანდრე იაშვილი(ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი) იქნება.

მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი კი - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი).

ხოლო, უეფას მედია კომიტეტის წევრი ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი) იქნება.

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.

"ინტერპრესნიუსი"