ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიას ემსხვერპლა

"სევილიას", მადრიდის "ატლეტიკოს", ლონდონის "არსენალის", მადრიდის "რეალის", "ბენფიკას", "ესპანიოლისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგედია დღეს ქალაქ უტრერიდან გასასვლელ გზაზე მოხდა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

35 წლის რეიესმა 2019 წლის იანვარში ესპანურ კლუბ "ესტრემადურასთან" კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ის ჩინეთში ასპარზობდა.

რეიესის გარდაცვალების შესაეხბ ინფორმაცია "სევილიამ" გაავრცელა, სადაც რეიესმა ევროპის ლიგა სამჯერ (2013/14, 2014/15, 2015/16) მოიგო.

"არსენალთან" ერთად რეიესმა ინგლისის ჩემპიონატი (2003/04) და ინგლისის თასი (2004/05) მოიგო, ხოლო "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატი (2006/07).

"ატლეტიკოს" რიგებში მან

ევროპის ლიგა ორჯერ (2009/10, 2011/12) მოიგო. ესპანეთის ნაკრებში რეიესმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმარი უკვე გამოთქვეს "არსენალმა", "ატლეტიკომ", "ესპანიოლმა" და "ბენფიკამ".

sportall.ge