მიქაძე საქართველოს ჩემპიონია - კვირის პალიტრა

მიქაძე საქართველოს ჩემპიონია

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თათია მიქაძის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში

მიქაძემ ეკა გორგოძეს მოუგო (7:5, 4:6, 6:3) და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ ნახევარფინალური ორთაბრძოლა საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს - სოფიო შაფათავას დამაჯერებლად, ორ სეტში მოუგო, მაგრამ მიქაძეს ვეღარაფერი მოუხერხა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.