"არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა... ეს იყო ნამდვილი შოკი" - ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - კვირის პალიტრა

"არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა... ეს იყო ნამდვილი შოკი" - ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

"ვიცოდით, რამხელა ტვირთის ზიდვა მოგვიწევდა"

1993 წლის 18 აგვისტო დაუვიწყარი თარიღია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ დღეს თბილისის "დინამო" დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროასპარეზზე და ჩემპიონთა ლიგაზე თბილისური მატჩი 2:1 მოუგო ჩრდილოირლანდიულ "ლინფილდს".

მერე იყო ბელფასტური მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა და "დინამო" შემდეგ ეტაპზე გავიდა. ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა - უეფამ ქართული კლუბი თურქი მსაჯის, ერმან თოროღლუს მოქრთამვაში დაადანაშაულა და გათამაშებიდან მოკვეთა.

და მაინც, ეს ორი მატჩი განსაკუთრებული და დაუვიწყარია ჩვენთვის. მათი გახსენება ვთხოვეთ მაშინდელი "დინამოს" საყრდენს, გელა ინალიშვილს, ვინც საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში საუკეთესო გახლდათ მინდორზე - გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

"ვიცოდით, რამხელა ტვირთის ზიდვა მოგვიწევდა. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენელი კლუბის პირველი გასვლა ევროასპარეზზე. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეზე ბევრი რამ ვიცოდით და ეს მაშინდელ დროსა და რეალობაში გასაკვირი არც იყო, მაგრამ თამაშისათვის ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ.

სტადიონზე რომ გამოვედით, ყველას განუმეორებელი შეგრძნება დაგვეუფლა. მეამაყება, რომ თბილისურ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ისე კი, ცხადია, მთელი გუნდის დამსახურება იყო ეს გამარჯვება.

ამ თამაშს თავისთავად ახლდა თან დიდი ნერვიულობა. ამას მივაწერ იმას, რომ მხოლოდ 2:1 მოვიგეთ. არადა, თამაშის ხასიათი ისეთი იყო, იმდენი მომენტი შევქმენით მოწინააღმდეგის კართან, რომ სულ მცირე 5:1 მაინც უნდა მოგვეგო.

პირველი გოლი შოთიკო არველაძემ შეაგდო. პასი ჩემი იყო. შოთამ მართლა დიდებულად ითამაშა. მეორე მე გავიტანე - გიო ქინქლაძემ მაგარი პასი მომცა და მეც გავიტანე. გოლებს შორის დავიბენით და გავუშვით... გაგრძელება

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი