საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს პირველი ტაიმი მოუგო
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ნახევრის შემდეგ გიბრალტარის ნაკრებს ამარცხებს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს 1:0 ამარცხებენ. გოლი 30-ე წუთზე ვაკო გვილიამ გაიტანა.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს ორი ჩატარებული თამაშიდან ნული ქულა აქვს.
"ინტერპრესნიუსი"