საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს პირველი ტაიმი მოუგო - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს პირველი ტაიმი მოუგო

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ნახევრის შემდეგ გიბრალტარის ნაკრებს ამარცხებს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს 1:0 ამარცხებენ. გოლი 30-ე წუთზე ვაკო გვილიამ გაიტანა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს ორი ჩატარებული თამაშიდან ნული ქულა აქვს.

"ინტერპრესნიუსი"