საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა
07-06-2019
საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩინა და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი
ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?