ფეხბურთელმა კამერების წინ მაისური გაშალა, რომელზეც ეწერა... - ვის მიუძღვნა გიბრალტართან გატანილი გოლი ვატო არველაძემ? - კვირის პალიტრა

ფეხბურთელმა კამერების წინ მაისური გაშალა, რომელზეც ეწერა... - ვის მიუძღვნა გიბრალტართან გატანილი გოლი ვატო არველაძემ?

7 ივნისს დინამო "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩინა და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

გოლის გატანის შემდეგ ვატო არველაძემ ვიდეოკამერების წინ გაშალა მაისური, რომელსაც ეწერა - Happy birthday my love - "დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო".

როგორც ჩანს, 7 ივნისი არველაძის გულისსწორის დაბადების დღეა. ასე ორიგინალურად მიულოცა მას ნაკრების თავდამსხმელმა. ვატოს შეყვარებული მოდელი მაკუნა ზედაშიძეა. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ვიდეო